ბოლო 24 საათში, აფხაზეთში ტესტირება 70 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 12-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 22 ადამიანი მკურნალობს, აქედან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 568 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 51 487, ხოლო გარდაიცვალა 681 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები