სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 434.
გასული - დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 771 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები