აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 2 შემთხვევა გამოვლინდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში ტესტირება 37 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 17 ადამიანი მკურნალობს, აქედან 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 587 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 52 487, ხოლო გარდაიცვალა 682 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები