ბოლო კვირაში აფხაზეთში კოვიდინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა გამოვლინდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 8 პაციენტი გადის.
პანდემიის დაწყებიდან სოხუმმა კოვიდის 53 611 შემთხვევა აღრიცხა. გარდაცვლილთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები