დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა, მათგან 311 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
თბილისში, სუს-თან დაკავებულებს შორის ზუგდიდელებიც არიან. პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია.
წალენჯიხის ახლადარჩეული მერი გიორგი ხარჩილავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, – ამის შესახებ გიორგი ხარჩილავა სოციალურ ქსელში წერს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის სამეგრელოს 7 კოვიდკლინიკაში 494 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან 39-ის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.