2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
ზუგდიდიდან თბილისში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა მოქალაქეები გაემგზავრნენ.
30 აპრილის ღამეს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია ამ დროისთვის თბილისში, ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას და მისი მოადგილეების ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე გაემგზავრა თბილისში, დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დასასწრებად და „აგენტების„ კანონთან ერთად, იმ მოვლენების გასაპროტესტებლად, რაც გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ცოლი, ნინო მატკავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც თბილისში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და „აგენტის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმაურება.
დეკანოზი ილარიონ შენგელია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, კანონი გაიწვიონ. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელისუფლება ხალხზე ძალადობს.
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
პარტია "ახალის" წევრმა ზუგდიდის საკრებულოდან მაია კალანდიამ მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსს მურთაზ ბოკუჩავას მისი საქმიანობისა და შვილების "სწორ მხარეს" დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.