რას მოიცავს პროგრამირების საერთაშორისო სკოლა ალგორითმიკა და რა შესაძლებლობებს აძლევს სასწავლო კურსი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში ,,ალგორითმიკა საქართველოს“ მენეჯერი თინათინ ბარათაშვილი საუბრობს.
დალი უბილავა-დე გრააფი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) თანამშრომელია. ის კოსმოსურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობს, საკითხით დაინტერესებული ჯგუფებისთვის პრეზენტაციებს ამზადებს და სხვადასხვა ინტერაქტიულ ღონისძიებებს ახორციელებს. საკუთარი საქმიანობის შესახებ რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში სტუმარი ვრცლად გვესაუბრება.
მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ორი წლისაა.რა სიახლეებია ჯან - მედიში, რა სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ პაციენტებმა და რას გეგმავს კლინიკა მომავალში, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში ჯან - მედის დირექტორი ლელა ქაჯაია საუბრობს.
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) - საქართველო ახორციელებს პროექტს“უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება”. ორგანიზაციის საქმიანობაზე, პროექტის მიზანზე და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში პროგრამის მენეჯერი - თეონა ჯულუხაძე და საქართველოს სამარიტელთა კავშირის წარმომადგენელი - თამარ მინდაძე საუბრობენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.