კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმება და პროფესიული გადამზადება
11:07 / 30.04.2018
სტუმარი: შორენა კოჭლამაზაშვილი, სიდას პროექტების
ბიზნესის განვითარების სპეციალისტი.
პროექტის შესახებ:
პროექტი ,,ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირება მართლმსაჯულების
სექტორში“ მიზნად ისახავს განახორციელოს ისეთი ინიციატივები, რომელიც
ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის
წევრების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას - სახელმწიფოს, კერძო
სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.
2017 წლის ბოლოს, სიდას მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა,
რომ ნასამართლეობა დასაქმებისა და სამსახურის შენარჩუუნების ერთ-ერთი
სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. უმუშევრობა კი, გამოკითხულებს
შორის, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
გამოკითხულები დასაქმების პრიორიტეტულ სფეროებსაც ასახელებენ: მცირე
ბიზნესი, სასოფლო-ფერმერული მეურნეობის განვითარება და
მეცხოველეობა-მესაქონლეობა.
ვის მიერ ხორციელდება პროექტი?
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო
ორგანიზაციის სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ
საქართველოს ფერმერთა ასოციაციას (GFA) და DVV International-თან
პარტნიორობით.
ვის შეუძლია პროექტში ჩართვა?
• პირობითი მსჯავრის მქონე პირები;
• განრიდებულები;
• ყოფილი მსჯავრდებულები;
• კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა ოჯახის წევრები.
რას ითვალისწინებს პროექტი?
სამიზნე ჯგუფების საჭიროებებისა და შესაძლებლობების კვლევა;
დასაქმების ბაზრის კვლევა;
არსებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ეფექტიანობის
ანალიზი;
დასაქმების ხელშეწყობა;
საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის ინფორმირებულობის გაზრდა;
დიალოგის გაუმჯობესება სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
როგორია პროექტის ხანგრძლივობა? დეკემბრები, 2016-მაისი, 2019.
რომელ პროგრამებშია შესაძლებელი ჩართვა?
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა 2016 წლიდან „საქართველოს
ფერმერთა ასოციაციის“ (GFA) კოორდინირებით დაიწყო საქართველოს ოთხ
რეგიონში მეცხოველეობისა და მეხილეობის მიმართულებით. დუალური
განათლების ახალი მოდელი (სდს) გულისხმობს სწავლის პროცესს, რომელიც
თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით ხორციელდება
სასწავლებელსა და ფერმერულ მეურნეობაში. სწავლება ხორციელდება
რეგიონებში მდებარე სასწავლო კოლეჯებში.
რა უპირატესობები აქვს პროგრამას?
სრული დაფინანსება;
სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი;
დასაქმების რეალური შანსი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ზრდასრულთა საგანმანათლებლო კურსები, არასამთავრობო ორგანიზაციის DVV
International-ის კოორდინირებით, მიმდინარეობს საქართველოს შვიდი
რეგიონის 10 ქალაქში და მიმართულია განათლების უწყვეტი
შესაძლებლობების ზრდისა და მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლებისაკენ.
პროგრამების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბაზარზე
მოთხოვნადი პროფესიების სწავლებას, რათა შესაძლებელი გახდეს
მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და შრომით პროცესში აქტიურად
ჩართვა.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ისეთი პროფესიების დაუფლება,
როგორიცაა სანტექნიკოსი, გიდი, ოფისის მენეჯერი, ბუღალტერი, სტილისტი,
ავტომანქანების შემკეთებელი, ელექტრიკოსი, IT სპეციალისტი,
მეფილე/მომპირკეთებელი, კულინარი, შემდუღებელი, მინანქარისა და ხეზე
კვეთის სპეციალისტი, მკერავი და სხვა.
გრანტები:
მცირე გრანტების პროგრამა მიმართულია პროექტის სამიზნე ჯგუფების
დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისაკენ. პროექტის ფარგლებში გაიცემა
110 მცირე გრანტი, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე არასასოფლო
სამეურნეო სფეროების გაძლიერებისათვის. გრანტის ფარგლებში
განხორციელდება ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ინვენტარის
და/ან საშუალებების შეძენა.
გრანტების გაცემა მიმდინარეობს სიდას მიერ იუსტიციის სამინისტროსთან
თანამშრომლობით, რომელშიც აქტიურადაა ჩართული სამინისტროს დანაშაულის
პრევენციის ცენტრი.
რა საფეხურებს მოიცავს მცირე გრანტების
პროგრამა?
• ბიზნეს იდეების კონკურსი და საუკეთესო იდეების შერჩევა;
• შერჩეული იდეების ავტორთა ტრენინგი ბიზნეს-პროექტების წერაში;
• ბიზნეს გეგმების კონკურსი და გამარჯვებული პროექტების
იდენტიფიცირება;
• საუკეთესო პროექტების ავტორთა აღჭურვა საჭირო
ინვენტარით/საშუალებებით;
• დაფინანსებული პირების კონსულტირება და ბიზნესის ფინანსური
მონიტორინგი.
როგორია მცირე საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის
პირობები?
• პროგრამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება 1000
ევროს (ექვივალენტი ლარში) ოდენობით;
• პროექტში თანამონაწილეობა შეადგენს 10-20 პროცენტს;
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართელოს
ტერიტორიაზე მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც წარმოადგენს
პროექტის რომელიმე სამიზნე ჯგუფს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები