დილის გადაცემის სტუმრები - გაეროს განვთარების პროგრამის (UNDP) მენეჯერი მაკა მეშველიანი და კამპანიის "თანასწორობა გვჭირდება" მონაწილე ციცინო შენგელია
სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. კამპანიის მიზანია პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების დაბალი ჩართულობის მიღმა არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ინსტიტუციური მიზეზების შესახებ მსჯელობა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობა. სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები