სტუმრები - სალომე ჟვანია, ნათია ჭანტურია, ლუკა ჩანგელია და გიორგი სოსელია
ასოციაცია ,,ათინათის" პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები: დარჩელის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ჭანტურია,
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სოსელია, აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჩანგელია და ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორი სალომე ჟვანია, იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ თორქიში, კაპლანის საერთაშორისო ინგლისური ენის სკოლაში. ვიზიტის დეტალებზე მათ რადიო "ათინათის" დილის გადაცემაში ისაუბრეს.
ახალგაზრდებმა ორი კვირის განმავლობაში გაიუმჯობესეს ინგლისური ენის ცოდნა, მოინახულეს ბრიტანეთის ხუთი პატარა ქალაქი და ლონდონი, მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობებში მონაწილეობა.
ბანაკის ფარგლებში გამართულ ფოტო-კონკურსსა და ვიქტორინაში ჩვენი ახალგაზრდები გახდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით.
პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ახორციელებს ასოციაცია "ათინათი" გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები