დილის გადაცემის სტუმარია - უნგრეთის Stipendium Hungaricum -ის სასწავლო პროგრამის მონაწილე - ქეთი ჭურღულია.
ქეთი ახალი სასწავლო წლიდან უნგრეთში,
პეჩის ან
დებრეცენის უნივერსიტეტების ბიოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლის.
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.
პროგრამა დაფუძნებულია უნგრეთისა და გამგზავნი ქვეყნების განათლების სფეროზე პასუხისმგებელ სამინისტროებს ან ცალკეულ ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ ორმხრივ საგანმანათლებლო შეთანხმებებზე. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 70-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები