დილის გადაცემის სტუმარია - ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის - „სიყვარულს უშენებია“ ერთ - ერთი გამარჯვებული ივდითი კვიტია (ივდო ოტობარი).
კონკურსში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები (16-დან 35 წლამდე), რომლებმაც წარმოადგინეს პოეტური ნაწარმოებები მშვიდობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის თემებზე. ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთაგან შვიდი საუკეთესო ავტორი - როი აბუსელიძე, სულხან წულუკიძე, ამირან ჯანჯღავა, ოთარ ფალიანი, ბექა ახალაია, ივდითი კვიტია და ქეთევან ნათელაძე გამოარჩია და ისინი დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა კავშირის თანამშრომლობით პირველად ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები