დილის გადაცემის სტუმრები არიან ნინიკო შარია და დიმიტრი გულუა, ისინი 2020 წლის კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულები არიან.
ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" რუსთაველის ფონდის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კონკურსია, რომელიც 10 წელია ტარდება. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეების ინტერესის გაღვივება, ის ღია კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ სახელმწიფო და კერძო სკოლების მე-7-12 კლასების მოსწავლეები.
მასალის გამოყენების პირობები