დილის გადაცემის სტუმარია ალიო ქობალიას ქართულ-მეგრული ლექსიკონის ერთ-ერთი რედაქტორი ნონა ქობალია, რომელმაც ისაუბრა ლექსიკონის შექმნის და გამოცემის შესახებ, ასევე მის მნიშვნელობაზე მეგრული ენის შენარჩუნების საკითხში.
წინამდებარე ლექსიკონი ქართულ-მეგრული ლექსიკონის გამოცემის პირველი ცდაა. შექმნილია 2010 წელს „არტანუჯის“ მიერ გამოცემული ალიო ქობალიას „მეგრული ლექსიკონის“ ბაზაზე.
ლექსიკონი მოიცავს დაახლოებით 100 000-მდე სიტყვას.
ლექსიკონში წარმოდგენილი მეგრული სიტყვების უდიდესი ნაწილი ეფუძნება აფხაზეთსა და სამეგრელოში საველე მუშაობისას მოძიებულ მასალებს, აგრეთვე, მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებულ, ენათმეცნიერთა მიერ გაანალიზებულ ლექსიკურ ერთეულებს. ის ეტიმოლოგიური და ენციკლოპედიური ლექსიკონის ნიშნებსაც ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები