დილის გადაცემის სტუმარია საქაველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის'' პროექტის მენეჯერი მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროგრამის კოორდინატორი - დაჩი ახვლედიანი.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი" (CHCA) ახალგაზრდა ქალებისათვის ახალ პროექტს იწყებს. პროექტის - „კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა მეწარმეობასა და მშვიდობის მშენებლობაში“ - ფარგლებში 30 ახალგაზრდა ქალი სხვადასხვა ხელსაქმის შემსწავლელ კურსებს გაივლის და მონაწილეობას მიიღებს გამოფენებში, შეხვედრებში კულტურულ ღონისძიებებში და სხვა.
პროექტი 5 თვის მანძილზე სამეგრელოსა და აფხაზეთში განხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდა ქალების სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესება და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები