დილის ჩართვა
სტუმარი - ედუარდ ფარცვანია
დილის გადაცემის სტუმარია ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" თავმჯდომარე ედუარდ ფარცვანია. ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე  ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "რეგიონის ახალგაზრდები - მაღალი კომპეტენციებით" შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ინტენსიური ტრენინგ-კურსები გაიარეს. გარდა ამისა, მათთვის განხორციელდა თემატური სასწავლო ვიზიტები ადგილობრივ თვითმმართველობებში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, ბიზნეს ობიექტებზე, სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რის შემდეგაც მონაწილეებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში საინიციატივო ჯგუფები ჩამოაყალიბეს და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებზე მუშაობენ.

გარდა ამისა, პროექტის ბოლო ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების მიერ ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების შედეგად მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში რეალიზება და აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება. დაფინანსებული მცირე საგრანტო პროექტების განხორციელების პარალელურად ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით მოძრავი სივრცე "მეგო ბასის" გამოყენებით მუნიციპალიტეტებში მოეწყო გასვლითი შეხვედრები, სადაც ახალგაზრდებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, შეაჯამეს განვლილი პერიოდი და დამსწრეებთან წარადგინეს გამარჯვებული პროექტები.

პროექტი ხორციელდებოდა 7 თვის განმავლობაში და მოიცავდა სამეგრელოს რეგიონის 8 მუნიციპალიტეტს (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ფოთი). ჯამში პროექტში რეგიონის მასშტაბით მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.