USAID-ის პროგრამამ “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დაიწყო ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელება, რომლის საგრანტო ფონდიც $13 მილიონი აშშ დოლარია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საგრანტო პროგრამის შესახებ გვესაუბრა დილის გადაცემის სტუმარი USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” კერძო სექტორის ჩართულობის ხელმძღვანელი - ირინა წეროძე.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ხუთწლიანი პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები. პროექტზე ვრცლად საუბრობს რუბრიკის სტუმარი:
მასალის გამოყენების პირობები