დილის გადაცემის სტუმარია ორგანიზაცა Georgia Randonneurs –ის დამფუძნებელი ალექსანდრე გეგეჭკორი.
ახალგაზრდა სპორტსმენი ერთადერთია ამიერკავკასიიდან, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ველომარათონს შორის ყველაზე ძველ და ტიტულოვან პარიზი-ბრესტი-პარიზის მარათონში მიიღო მონაწილეობა და ფინალისტიც გახდა. ის ასევე პირველი იქნება ამიერკავკასიიდან, რომელიც 7 აგვისტოს ბრიტანეთში დაგეგმილ ლონდონი-ედინბურგი-ლონდონის ველომარათონში იასპარეზებს.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი ასევე მონაწილეობას მიიღებს 20 ივლისს დაგეგმილ ზუგდიდი-ანაკლიის მარათონში.
მასალის გამოყენების პირობები