ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში დიასპორაში მცხოვრები ქართველი მოყვარული და საქართველოში მოღვაწე პროფესიონალი მსახიობებისგან შემდგარი დასის მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“-ს მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერა შედგა.
დილის გადაცემის სტუმარია 3 სამოყვარულო თეატრის მსახიობი, წამყვანი და ანიმატორი ზუგდიდელი დავით კლდიაშვილი, რომელიც გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი "დაბრუნება", როგორ შეიკრიბა შემოქმედებითი გუნდი სპექტაკლისთვის და რა როლი ჰქონდა თავად სპექტაკლში „იავნანამ რა ჰქმნა“.
მისივე თქმით, სექტემბრიდან დიასპორული თეატრი ევროპულ ტურნეს გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები