დილის გადაცემის სტუმარია სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის წარჩინებული სტუდენტი მერიკო ქირია, რომელმაც კომპანია "ნიკორასგან" დაფინანსება მესამედ მიიღო.
"კვების ტექნოლოგიები, განვითარების უდიდეს შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს. მხოლოდ წარმოება არ არის ეს სფერო. შეგიძლია, სურსათის უვნებლობის ან ხარისხის კონტროლის მიმართულებით წახვიდე, სამეცნიერო საქმიანობა აირჩიო ან ნუტრიციოლოგი გახდე. მეტად ფართოა არეალი, რომელსაც ეს ფაკულტეტი სთავაზობს ახალგაზრდებს", - გვითხრა ჩვენს ეთერში მერიკომ.
მასალის გამოყენების პირობები