ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უერთდება.
დღეს 2 დეკემბერს, 19:00 საათზე პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი კიტა ცხომარიას პიესა ,,შეჭრა“, რომელიც მოგვითხრობს დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენასა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაზე.
დილის გადაცემის სტუმარია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი მარინა ბურდული, რომელმაც ისაუბრა სპექტაკლისა და ქალთა უფლებების დაცვვის შესახებ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მასალის გამოყენების პირობები