,,ეს არის ბოლო ხუთ წელიწადში დაგროვილი ლექსები, რომელიც ერთად შევკრიბეთ, რაც შეეხება კრებულის სათაურს ,,არ დაელოდო ანგელოზებს’’ ეს არის ერთ - ერთი ლექსის ქვეტექსტი, ლექსის სათაურია ,,კატაპულტირება'' და მანდ საუბარია გაქცევაზე და თან გარემოს შეცვლაზე, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი, რისი შეცვლაც გვინდა, რაც არ მოგვწონს ჩვენივე ხელებით უნდა შევცვალოთ....’’, - გვიყვება რადიო
,,ათინათის’’ დილის ეთერში ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია.
მისი ახალი კრებული "არ დაელოდო ანგელოზებს" მარტში გამოვა, წიგნის პრეზენტაცია კი აპრილშია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები