დღეს "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის დასახმარებლად ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მოხალისეები და ადგილობრივი ახალგაზრდები ამ გზით ცდილობენ დამატებითი თანხების მობილიზებას ომით დაზარალებული ქალაქის მცხოვრებლებისთვის.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ანი ჭანია და სალომე გამისონია გვიყვებიან სად და რა დროს შეეძლებათ მსურველებს საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვა და ყვავილების შეძენა.
ამასთან, ახალგაზრდებმა ისაუბრეს დღეს 15 საათზე, სკეიტ-პარკში დაგეგმილი აქციის შესახებაც და თანატოლებს ჩართულობისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები