„დრომ და ხელოვნებამ ერთად შეგვყარა“, - ამბობს დილის ჩართვის სტუმარი, მუსიკოსი გიორგი დათიაშვილი ხუთკაციან ბენდზე, რომელიც გახდა საფუძველი პროექტისა Monkey Business.
მისი თქმით, ბენდი, რომელიც ბევრი სხვადასხვა მოტივაციის ადამიანს აერთიანებს, მუშაობს ახალ მუსიკალურ პროექტზე, სახელწოდებით - ,,მე დავბრუნდი, თანაც მარტო არა".
რადიო
„ათინათის“ ეთერში მომღერალმა აღნიშნა, რომ ისინი ახლა უკვე მეექვსე სიმღერაზე მუშაობენ, რადგან ცდილობენ, მთელი ძალისხმევა, სწორედ საავტორო მუსიკაში ჩადონ.
გარდა ამისა, პროექტის მონაწილეები ელოდებიან ვიდეორგოლის მონტაჟის დასრულებას, რომელიც შეიქმნა მათ სიმღერაზე ,,Monkeys In The Car“.
სამომვლოდ კი საკონცერტო ტურნეების გამართვას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები