,,მე შემიძლია მოკლედ ჩამოვთვალო ის აქტივობები რომელიც უკვე დაგეგმილია გარკვეული მიმართულებებით, ეს არის პირველ რიგში ცოდნის და გამოცდილებების გაზიარება,
სადაც ორივე თაობა გაუზიარებს ერთმანეთს გამოცდილებას, რომელიც დაუგროვდათ, ფაქტიურად ეს გამოცდილებები არის ერთგვარი ოქროს ფონდი, შემდეგი აქტივობა არის ვიდეო ისტორიები, ახალგაზრდებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ გადაიღებენ მოკლე ვიდეო ბლოგებს, სადაც ფაქტიურად ერთ კადრში ჩატეული ამბავი იქნება ხანდაზმულებთან დაკავშირებით, იქნება ასევე სამაგიდო თამაშების მიმართულებები, იქნება კულინარიული და მუსიკალური დუელი თაობებს შორის და ასევე გასვლითი აქტივობები - მუზეუმი, თეატრი, ბიბლიოთეკა, რომელიც მთლიანობაში ხელს შეუწყობს თაობებს შორის უფრო მეტ სიახლოვეს და ერთმანეთის აზრის უკეთ გაზიარებას და ამ გაზიარებულის კარგად მიღებას,, - გვიყვება სოციალური საწარმო
,,MegoBar''- ის დამფუძნებელი ედუარდ ფარცვანია.
მისი თქმით დღეს ,,მეგობარში“ პროექტის სახელწოდებით - „მეგობარი თაობები“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები