დღეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 155 წლის იუბილეს პრემიერით აღნიშნავს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზიამ დილის გადაცემაში სტურმობისას გაიხსენა, როგორ დააარსეს ახალგაზრდებმა თეატრი ზუგდიდში.
მან ასევე ისაუბრა ახალ სპექტაკლზე ,,ღამე მშვიდობისა, დედა ":
,,მე ვფიქრობ რომ ზუგდიდელი მაყურებელი დაინტერესდება ამ სპეტქაკლით და აუცილებლად იგრძნობენ, რომ უნდა გაუფრთხილდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან უყვართ, იმიტომ რომ, ძირითადი აზრის სპექტაკლის სწორედ ეს არის. ...სპექტაკლი ეძღვნება იმ ურთიერთობებისგან მიღებულ ემოციებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან თანაცხოვრებისას „გამოგვრჩა“. იმას, რაც აღარასოდეს განმეორდება და სამუდამო სინანულის სამყაროში გამოიკეტება’’, - გვითხრა ლაშა შეროზიამ.
სტუდიას ასევე სტუმარობდნენ მსახიობები ნანა ბუკია და მანანა ბურდული, რომლებიც ყვებოდნენ თეატრში მუშაობაზე და უშუალოდ პრემიერაზე.
მასალის გამოყენების პირობები