დილის გადაცემის სტუმრები არიან ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ანდრია ჯახაია და ნიკოლოზ შამათავა, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში პირველი ადგილი მოიპოვეს.
რამდენიმე დღის წინ, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემიპიონატი, სადაც ანდრია 8 წლამდე ბიჭებში I ადგილის მფლობელი გახდა, ნიკოლოზ შამათავამ კი 16 წლამდე ჭაბუკებში მოიპოვა პირველობა.
ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ექვს ტურნირად ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები