Feel the PAWer of love in Zugdidi - ამ სახელწოდების ღონისძიებას უმასპინძლებს დღეს ჩვენი ქალაქი, უფრო კონკრეტულად კი სკეიტ-პარკი და ორგანიზაცია "პროექტი ცხოველებისთვის" (animal project) გვეპატიჟება ამ ივენთზე, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ტარდება.
ენიმალ პროჯექთის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი არის რადიო
,,ათინათის'' დილის სტუმარი. ის გვიყვება როგორც საკუთარ ორგანიზაციაზე, ისე დღეს დაგეგმილ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზეც, რომელიც მიზნად ისახავს მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
მასალის გამოყენების პირობები