რადიო ,,ათინათის’’ დილის გადაცემის სტუმრები არიან სსიპ ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი-ეკატერინე ჯინჯოლია, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ცაავა.
2023 წლის ივნისიდან განახლდა პროექტი ,,ახალგაზრდობის ჩართულობა და განვითარება’’ რომელსაც 2013 - 2021 წლებში
ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 (ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მიმდებარე) სოფლის სკოლაში. პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობა მეტი გამძლეობისა და მედეგობისთვის პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ და ამერიკელი ხალხის დახმარებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ განხორციელებულ და მიმდინარე აქტივობებზე სკოლოებში ჩვენი სტუმრებისგან შეიტყობთ.
მასალის გამოყენების პირობები