,,ებგური'' არქაული სიტყვაა და ნიშნავს მაღლიდან მზვერავს, მეთვალყურეს, მოდარაჯეს. სალიტერატურო ჟურნალი კი ,,ებგური’’, რომელიც უმნიშვნელოვანესი პერიოდული გამოცემაა ჩვენი რეგიონის სინამდვილეში, სრულად ამართლებს ამ სახელწოდებას და სათაურშივე გამოხატავს თავისი არსებობის იდეას, რომ დღევანდელობიდან დაგვანახოს წარსული, გვესაუბროს თანამედროვეობაზე და ხელი შეგვიწყოს სწორად განვჭვრიტოთ ორიენტირი...’’, - ამბობს რადიო
,,ათინათის'' დილის გადაცემაში ქართული ლიტერატურის მაგისტრი, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თინათინ ღურჯია.
რა პერიოდულობით გამოიცემა საზოგადოებრივ - ლიტერატურული ჟურნალი, რითი არის ის გამორჩეული სხვა გამოცემებისგან და რას სიახლეებს სთავაზობს ერთგულ მკითხველს, გაიგეთ ჩვენი რუბრიკიდან.
18 ნოემბერს, თბილისში, ეროვნულ ბიბლოთეკაში, ლიტერატურული ჟურნალი „ებგურის’’ შემაჯამებელი წარდგინება გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები