რადიო
"ათინათის" დილის გადაცემის სტუმარია შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგის“ გამგეობის თავმჯდომარე რუსლან საჯაია.
როგორც სტუმარმა აღნიშნა ორგანიზაციის მთავარი ფუნქციაა შშმ პირთა გადამზადება, დასაქმება და ხელშეწყობა სპორტისა და შემოქმედებითი მიმართულებით. ასევე ორგანიზაციის ბაზაზე გახსნილია სოციალური საწარმო, სადაც შშმ პირებთან ერთად სოციალურად დაუცველი ჯგუფები მუშაობენ.
უფრო მეტს საწარმოს და ორგანიზაციის შესახებ რუბრიკიდან შეიტყობთ.
გადაცემა ხორცილედება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები