2023 წლის 28 ნოემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ხობის მუნიციპალიტეტში დღის ცენტრის შენობის რეაბილიტაციას.
დღის ცენტრი განკუთვნილია მულტიფუნქციური სოციალური სერვისებისთვის და ამჟამად არსებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
განათლების და განვითარების ცენტრი "თოლისკური" ასევე მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და ახორციელებს საქველმოქმედო აქციებს. მიმდინარე პროექტებზე და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე განათლების და განვითარების ცენტრ "თოლისკურის" გამგეობის თავმჯდომარე გვანცა კიკალეიშვილი პირდაპირ ეთერში საუბრობს.
გადაცემა ხორცილედება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები