დღეს ზუგდიდში ახალგაზრდები საკრებულოს წინ აქცია - პერფომანსს ''არა რუსულ კანონს'' გამართავენ.
,,იდეა არის ის, რომ ჩვენ გავაჟღერებთ იმ ადამიანების ხმას, ვინც ჩვენთან არ არიან, თუმცა მხარს გვიჭერენ და ესენი არიან ქართველი ემიგრანტები. გვქავს მათი ვიდეო მიმართვები, ასევე აუდიო მიმართვები და ამ ყველაფერს გავაჟღერებთ, გარდა ამისა ზუგდიდელი სტუდენტები და ახალგაზრდები, ქალაქის სახეები გამოვლებ სიტყვით და ისინიც მიმართავენ საზოგადოებას'', - გვიყვება რადიო
,,ათინათის'' დილის გადაცემაში სტუდენტი თიკო ლაგვილავა.
მასალის გამოყენების პირობები