არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ დაფუძნდა 1996 წელს გურიის რეგიონში. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და ახორციელებს პროექტებს, როგორც ახალგაზრდების, ასევე საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის მშვიდი და სასიამოვნო სიბერის უზრუნველსაყოფად.
უფრო მეტს ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ საქმიანობაზე რადიო
,,ათინათის“ დილის გადაცემის სტუმარი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ნონა სადრაძე საუბრობს.
გადაცემა ხორცილედება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები