მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ- თეატრალური სტუდია "რიბირაბო" მიიწვიეს ჩეხეთში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე "სულიკო".
ანსამბლმა "გინცი" უმაღლესი ჯილდო "გრანპრი" მოიპოვა, ხოლო ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს.
როგორც რადიო ,,ათინათის" დილის გადაცემაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მუსიკალურ თეატრალურ სტუდია ,,რიბირაბოს" პედაგოგ - კონსულტანტმა ნინო მამფორია გვიამბო, სტუდია ,,რიბირაბო" 18 აგვისტოს, ბულგარეთში საერთაშორისო კონკურზე მიემგზავრება, 2025 წლის თებერვალში კი ლას ვეგასში სტუდიის აღსაზრდელები მორიგ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები