აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა და ხელოვანთა კავშირი და ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯი“ 1 ოქტომბერს პირველად გამართავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთობლივ ღონისძიებას, სადაც დაჯილდოვდებიან აფხაზეთიდან ჩამოსული მხატვრები, ასევე მოწვეული სტუმრები თურქეთიდან და ბათუმიდან.
ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯი“გამოავლენს გამარჯვებულებს მეგრული პოეზიის კონკურსში, ასევე დაწესებულია ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია.
ვრცლად ფესტივალის მიზანზე და დაგეგმილ აქტივობებზე რადიო
,,ათინათის“დილის გადაცემაში საუბრობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ეთნიკურად აფხაზი, ჯემალ ბასარია
და პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურული ფესტივალის ,,ქუჯის“ ორგანიზატორი - ნანა კვაშილავა.
მასალის გამოყენების პირობები