19 ოქტომბერს, ზუგდიდი მოლში საშემოდგომა ბაზრობა გაიმართება, სადაც 25 ადგილობრივი და და დევნილი მეწარმე ქალი წარადგენს თავის ნამუშევარს.
პროექტის მიზანზე და ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რადიო
,,ათინათის’’ დილის გადაცემაში საუბრობს Mindworks-ის დამფუძნებელი ნინა ანდრიაძე.
აქტივობა ხორციელდება ,,Mindworks’’-ის მიერ პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
მასალის გამოყენების პირობები