ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საერთაშორისო კიკბოქსინგის ასოციაციის ISKA-ს ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც რვა ზუგდიდელი მონაწილეობდა, აქედან შვიდმა სპორტსმენმა სხვადასხვა საპრიზო ადგილი ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა.
რატომ აირჩიეს სპორტის ეს სახეობა, როგორ ემზადებოდნენ ზუგდიდელი ახალგაზრდები ჩემპიონატისთვის, რომელიც ვენაში გაიმართა და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, რადიო
,,ათინათის“ დილის გადაცემაში საუბრობენ დემეტრე ნარსია ანდრია სხულუხია და გუკა ხუბუტია.
მასალის გამოყენების პირობები