ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში ევკალიპტის ახალი მავნებელი გავრცელდა (ფოტო)
აფხაზეთში ევკალიპტის მავნებლის, ოფელიმუსის დაფიქსირების შემდეგ, ეკოლოგები ახალ მავნებელზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, მცირე ზომის, თითქმის უჩინარი მწერი, ევკალიპტის ფოთლებზე თეთრ წინწკლებს ტოვებს, რის შედეგადაც ისინი ხმება და ცვივა. ქერქს მწერი არ ეტანება.

აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე არსებული ეკოლიგიის ინსტიტუტის თანამშრომლის მიხეილ ქირიას განცხადებით, ქალაქში ევკალიპტების ქიმიური შეწამლვა დიდა ხარჯებთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, რადგან ევკალიპტი მაღალრეღოვანი ხეა, გარდა ამისა, მისი თქმით, პესტიციდების დიდი რაოდენობით დაფრქვევა დასახლებულ რაიონებში დაუშვებელია.

სპეციალისტი თვლის, რომ ამ ეტაპზე მავნებლის განადგურების ერთადერთ გზად, ბუნებრივი მტრის შემოყვანა მიიჩნევა, რაც მწერის პოპულაცია შეამცირებს და მის გავრცელებას შეაფერხებს.

„პოზიტიური მომენტი არის ის, რომ ვაკვირდებოდით პროცესს და ფრინველები აქტიურად იკვებებიან ამ მავნებელით, პირდაპირ ფოთლიდან. ამიტომაც, გვაქვს იმედი, რომ ადგილობრივი ფაუნა და ენტომოფაგები ჩაერთვებიან ამ მავნებლის განადგურებაში. მათთვის მავნებელი უსაფრთხოა, ის არა ტოქსიკურია“, - ამბობს ქირია.

ადგილობრივი სპეციალისტები თვლიან, რომ იგივე მიდგომების გამოყენებაა საჭირო, ოფელიმუსის მიმართაც, რომელიც, მატწილად, გაგრაშია გავრცელებული. ინსტიტუტის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მავნებელი რესპუბლიკის მთელ ტერიტორიას, შესაძლოა, 3-5 წელიწადში მოედოს.

„ევკალიპტის ფოთოლზე ის ერთგვარ წყლულებს ქმნის. მას შემდეგ, რაც მწერი განვითარების სრულ ციკლს ასრულებს, კვერცხებიდან უკვე ზრდასრული მავნებელი იჩეკება და კვერცხებს ახალ ფოთლებზე დებს, რაც სხვა მცენარეების დაავადებას იწვევს. დაავადებული ხე დათუთქულს და დამწვარს ჰგავს, მეტწილად ავადდებიან ხის დაბალი ტოტები და ფოთლები. ზრდასრული ხეები არ იღუპებიან, თუმცა მათი ზრდა და განვითარება ფერხდება“, - ყვება ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარი.

მისი თქმით, ეკვალიპტის მავნებლებთან ბრძოლის კონკრეტული სქემაა შესამუშავებელი. როგორ ამბობს, ამ შემთხვევაში, აფხაზ ეკოლგებს უფრო მეტი დრო აქვთ, ზომების მისაღებად, რადგან ევკალიპტის მავნებლის გავრცელება გაცილებით უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ეს პალმის წითელი გრძელცხვირას შემთხვევაში იყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვალერი ბასარიას თქმით, მავნებელი ენგურს გამოღმა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა უწყება ფლობს ინფორმაციას მისი სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ქალაქებში გამოჩენის შესახებ.

„ევკალიპტი უნიკალურია იმით, რომ დაავადება თითქმის არ ეკარება. ის თავად არის ფიტოცინდური თვისებების მატარებელი... ეს დაავადება არის იმდენად ახალი, რომ პრაქტიკულად მასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება არ გვქვს. თუმცა ვსწავლობთ მასალებს, იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვიან ასეთ გამოვლინებებს სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს ბასარია.

მან აღნიშნა, რომ არსებობს მავნებლის სამეგრელოში გამოჩენის საშიშროებაც, იმის მიუხედავად, რომ ადგილზე არ გვაქვს ევკალიპტის ისეთი დიდი მასივები, როგორიცაა, ვთქვათ, ავსტრალიასა და ჩინეთში. გარდა ამისა, ეს ხეები, როგორც წესი, სანაპირო ზოლში იზრდება და ძირითადად, ქარსაცავის ფუნქციას ასრულებენ. მისი თქმით, ამ ხეების უმეტესობა, დაახლოებით, 70 წლის წინ დარგეს.

აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის დემეტრე ლიპარტიას თქმით, ამ ეტაპზე არსებობს ინფორმაცია მავნებელ ოფელიმუსზე, იგივე ევკალიპტის ყვითელ კრაზანაზე, (Ophelimus maskeli ashmead) რომელიც რამდენიმე წლის წინ აზიაში, შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის, აფხაზეთშიც.

რაც შეეხება ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ მავნებელს, მასზე ჯერჯერობით მწირი ცნობები მოგვეპოვება. სპეციალისტის ცნობით, აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით ჩანს, რომ ეს არის ფსილების წარმომადგენელი (Glycaspis brimblecombei). ლიპარტია თვლის, რომ მისი შედარება აზიურ ფაროსანასთან, გავრცელების თვალსაზრისით, არასწორი იქნებოდა, თუმცა პოპულაციის კონტროლის მიზნით, აუცილებელია მის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან გლობალური დათბობის და კლიმატური ცვლილებების პირობებში, პოპულაცია შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს.

„უნდა მოხდეს მავნებლის კერობრივი დამუშავება. კერობრივ დამუშავებაში იგულისხმება ის, რომ მთელი პერიმეტრი და გარემო კი არ უნდა შეიწამლოს. მავნებლის გამოჩენისთანავე და პოპულაციის გამრავლებისთანავე, საჭიროა ქიმიური ბრძოლის ღონისძიებების გატარება, სისტემური ინსექტიციდების გამოყენება, ეს პრეპარატები ფოთლის უკანა მხარეს განლაგებულ მავნებელსა და მის კვერცხებზე მოქმედებს“, - აღნიშნა მან.

ლიპარტია დარწმუნებულია, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, აუცილებელია მხარეების თანამშრომლობა და მავნებლის ერთობლივი შესწავლა. მისი თქმით, ის მზადაა აფხაზ ეკოლოგებს გაუწიოს დახმარება და პრობლემის კვლევაში ჩართოს აგრარული საკითხებზე მომუშავე უცხოელი ექსპერტებიც, რომელთანაც შეხვედრა ზუგდიდში, აგვისტოს შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

მასალა მომზადებულია გადაცემა „Точки соприкосновения“ - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო „ათინათის“ ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
07 / აპრილი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება.
07 / აპრილი 2025
"ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს საბა სორდიას გაურკვეველი მიზეზებით იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ამის შესახებ ძველიშვილმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
07 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.