ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
გასტროტურიზმის განვითარების პოტენციალი აფხაზეთში (ფოტო)
გამოკითხვების და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გამოხმაურებების თანახმად, აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს, ბუნებისა და ისტორიული ღირშესანიშნაობების გარდა, აფხაზური სამზარეულო მოსწონთ.

განსაკუთრებული პოპულარობით აქ ე.წ. ფაცხები ანუ ეთნო სტილში მოწყობილი ინტერიერის მქონე რესტორნები სარგებლობენ. აქ ნახავთ ტრადიციული აფხაზური ფაცხისთვის დამახასიათებელ ყველა ატრიბუტს: შუაცეცხლს, რომელზეც ღომსა და ლობიოს ამზადებენ. იქვე ჭერქვეშ დაკიდულ შებოლილ ხორცსა და ყველს.

სოხუმის ერთ - ერთი ფაცხის მზარეულის ელენა ტარბას თქმით, გასტროტურიზმი ის ნიშაა, რომელიც უფრო აქტიური და მრავალფეროვანი უნდა გახდეს.
"ჩვენი სამზარეულოს სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ ლობიო, ღომი და ყველი, ასევე შებოლილი ხორცი, რომელიც ნატურალური პროდუქტისგან მზადდება, ნიგვზიანი მწვანე ლობიო. ამ კერძების დაგემოვნების შემდეგ ისინი ხშირად გამოხატავენ აღფრთოვანებას", - ამბობს ის. 

ყველაზე ცნობილი ფაცხა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ახსოვთ, "ნარტაა", რესტორნის საფირმო კერძი კი - აჭარული ხაჭაპურია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხაჭაპურებს სხვა ფაცხებშიც აცხობენ, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები უპირატესობას სწორედ ამ რესტორანს ანიჭებენ. საკურორტო სეზონზე დღეში აქ 500 - მდე ასეთ "ნავს" აცხობენ, ზამთრის პერიოდში კი დაახლოებით, 150 - ს.

"ყველაფერი გემრიელია და ფასიც ნორმალურია, ატმოსფეროც შესაფერისი, სანაპირო ძალიან ლამაზია".  

"ხედი მომწონს ძალიან და ადგილობრივი კოლორიტი".

"აქ ძალიან მომწონს, კერძებიც გემრიელია. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მახსოვს ეს ადგილი, სოჭიდან ჩამოვდიოდით აქ. ასეთი გემრიელი ხაჭაპური არსად იყო", - ასეთი  შთაბეჭდილებებით ტოვებენ ხოლმე სტუმრები კვების ცნობილ ობიექტს.

"ნარტას" მზარეულის ვაგრამის თქმით, მათი  წარმატების საიდუმლო, სავარაუდოდ, გამოცდილი პერსონალის ოსტატობაა და არა შეშის ღუმელი ან ნატურალური პროდუქტები, როგორც ბევრს ჰგონია.

დღეს რესტორანი ელექტროღუმელებითაა აღჭურვილი, ხოლო პროდუქციას რაც შეეხება, ადგილობრივი წარმოების მხოლოდ მწვანილსა და ბოსტნეულს იყენებენ.

"ფქვილი ფრანგულია, ხორცი - ბრაზილიური, ყველი კი ადიღეური. ადგილობრივი პროდუქცია საკმაოდ ძვირია და ჩვენ არ გვადგება. ვცადეთ ადგილობრივი ყველიც, ადიღეურიც, მაგრამ, ჩვენს ხაჭაპურს არ მოუხდა", - ამბობს "ნარტას" თანამშრომელი.

იმპორტული პროდუქტების გამოყენების მიზეზად ვაგრამი სწორედ მომსვლელთა დიდ ნაკადს ასახელებს, რადგან, მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქტის მოცულობა შეზღუდულია. გარდა ამისა, მისი თქმით იმპორტული პროდუქციის ხანგრძლივი დროით შენახვაა შესაძლებელი.

ადგილობრივ პროდუქციას უფრო ხშირად პატარა ფაცხებში შეხვდებით. სოხუმის ერთ - ერთი ფაცხის მზარეულის ვიოლას თქმით, მათთან სწორედ ნატურალური პროდუქტისგან დამზადებული კერძებისთვის მოდიან.
"ჩვენთან ყველაფერი შეშაზე მზადდება, თვითონაც ხედავთ, აი ღომი, ლობიოც აქვე მზადდება, ყველაფერი ნატურალურია, დანამატების გარეშე, ზამთარ - ზაფხულ ასეა... შებოლილი ხორციც ადგილობრივია, ყველა ფაცხაში არაა ასე. ყველიც ოჯახში დამზადებულია, ფერმერებისგან ვყიდულობთ", - ამბობს ის.

დღესდღეობით, არც ხალხმრავალი "ნარტა" და არც პატარა ფაცხები უჩივიან სტუმრის ნაკლებობას, რადგან, მათ აქ გემრიელ კერძებთან ერთად კოლორიტულ გარემოსაც სთავაზობენ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.





















Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.