2019-2020 წლებში, აფხაზეთში, შავი ზღვის აკვატორიაში, ქაფშიას ჭერის კვოტა 35 ათასიდან 76 ტონამდე გაიზარდა. შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილაბაში შევიდა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ამირან კაკალიას თქმით, აფხაზეთის აკვატორიაში, წინა სეზონთან შედარებით, ქაფშიას ჭერის კვოტის ორჯერ გაზრდა, არავითარ საშიშროებას არ წამოდგენს, არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური ზიანის თავლსაზრისით.
„თევზის გადამამუშავებელ ქარხნებზე, და ჩვებ 7 ასეთი ქარხანა გვაქვს, ეს კვოტები თანაბრადაა გადანაწილებული. ახლა აქტიური თევზჭერა მიმდინარეობს, შესაბამის კონტროლს ვახორცილებით. რაც შეეხება დარღვევებს, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ჯერჯერობით, არც ერთი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ეკოლოგიური კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ.
მიუხედავად ამისა, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი შეშფოთებულია თევზსაჭერი სეინერების გარზდილი რაოდენობით სოხუმის, ათონის და გაგრის აკვატორიაში. თვითმხილველების მტკიცებით, თევზჭერას ზოგ შემთვევაში, აკრძალული მეთოდებით ეწევიან, რაც მათი თქმით, ზიანს აყენებს აფხაზეთის ეკოლოგიას.
ამ თემაზე, რესპუბლიკის პარლამენტში აგრარული კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს და დაასკვნეს, რომ თევზის მომპოვებელი კომპანიების მიერ წყლის რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ მოქალაქეების ნაწილის აზრი, გადაჭარბებულია და მათი რეაქცია მეტწილად, დახლებზე თევზის დეფიციტთან არის დაკავშირებული.
ამ აზრს არ ეთანხმება მეთევზეთა და მონადირეთა ფედერაციის ხელმძღვანელი ალბერტ ბონდარენკო.
„საველი ჭითანავას და სხვა მინისტრების თქმით, ამ წლების განმავლობაში არც ერთო ეკოლოგი არ დასწრებია გემზე თევზის გადატვირთვის და გადმოტვირთვის პროცესს. არც გემებზე და არც ქარხნებში არავინ აკონტორლებს მოპოვებული თევზის რაოდენობას, ამიტომ ძნელი სათქმელია 20 ათასი ტონა მიიღეს თუ 70 ათასი, იქნებ, 120 ათასიც იყო... ეს ყველაფერი კონტროლს მიღმა რჩება. მართალია ტრალი, რომელიც ზღვის ფსკერს და მიკროფლორას აზიანებს, აკრძალულია და მას არ იყენებენ, თუმცა ქისაბადე, რომელსაც ისინი იყენებენ, 100 - 200 მეტრია სიმაღლეში და თევზჭერის ადგილებში კი წყლის სიღრმე 100 მეტრს არ აღემატება, ქაფშია, ძირითადად გუდაუთასა და ბიჭვინთაში მოიპოვება მრავლად, შესაბამისად როდესაც ქისაბადე ფსკერზე ხვდება, მას თევზიც ამოყვება და მიკროფლორაც. ამიტომაც, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ნადგურდება ყოველწლიურად ჩვენი წყლის ბიოლოგიური რესურსი“, - ამბობს ბონდარენკო.
მისი თქმით, წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები თევზია, და ამასთან ერთად, სულ უფრო მწირი ხდება თევზის სახეობრივი შემადგენლობა. ის თვლის, რომ სიტუაციის შეცვლა, მხოლოდ კანონის გამკაცრებას შეუძლია.
თევზის მრეწველობის ასოციაციის იურისტის თემურ გოლანძიას თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს კანონი, რომელიც თევზჭერის სფეროს არეგულირებს. ხოლო თევზჭერის კვოტასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება დროებითი დადგენილებების მიღებით შემოიფარგლება.
„ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი, ეკოლოგიის ინსტიტუტთან და სოფლის მეურნოების სამინისტროსთან კოორდინაციით და მოვამზადეთ კანონპროექტი, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ ჰქონდა მკაფიო ხედვა და პროგრამა, თევზის მრეწველობის სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კანონის მიღება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნავს ის.
წელს აფხაზეთიდან თევზის ყველა სახეობის ექსპორტი აიკრძალა. გოლანძიას თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებება, რადგან, აფხაზეთის აკვატორიაში თევზის მოპოვებით დაკავებული კომპანიები მხოლოდ თავიანთ მოგებაზე არიან ორიენტირებული და ნაკლებად ზრუნავენ აფხაზეთში თევზის რესურსის შენარჩუნებაზე.
რაც შეეხება თევზის გადამამუშავებელ საწარმოებს, მისი თქმით, ისინი აცნობიერებენ, რომ მათი განვითარება მომავალში უშუალოდ დაკავშირებულია თევზჭერის წესების დაცვასთან.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები