ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმელი მკერავის მიერ აფხაზურ სამოსში გამოწყობილი თოჯინები (ფოტო, აუდიო)
სოხუმში, მაკა კოჩალ - იფას სახელოსნოში, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ტანსაცმელს უკვე ხუთი წელია ამზადებენ, თუმცა ბოლო პერიოდში მკერავს ახალი გატაცება აქვს - ის თოჯინებისთვის მინიატურულ სამოსს კერავს. ქსოვილი სამკერვალოში, რომელიც შეკვეთებს ვერ აუდის, ყოველთვის მოიძებნება. თოჯინებს, ჩვეულებრივ, მაღაზიებში ყიდულობს და შემდეგ მოსავს. საბოლოოდ კი ვიტრინაზე განთავსებული ლამაზად გამოწყობილი თოჯინები, მის ატელიესაც კარგ რეკლამას უწევენ."თავდაპირველად, როდესაც ჩვენ ატელიე გავხსენით, მხოლოდ ეროვნულ ტანსაცმელს ვკერავდით. ამით მას შემდეგ დავინტერესდით,, რაც ერთმა ახალგაზრდა ქალმა თოჯინებისთვის შეგვიკვეთა ტანსაცმელი. ამ უკანასკნელს სურდა ტურისტებისთვის მიმზიდველი სუვენირები შეექმნა და გაეყიდა. ჯერ უარი ვქვით ამ შემოთავაზებაზე, თუმცა, ბოლოს დავთანხმდით. მინდა გითხრათ, რომ ეს გაცილებით ძნელია, ვიდრე დიდი ზომის ტანსაცმლის კერვა", - ამბობს ატელიეს მფლობელი.მაკას სამედიცინო განათლება აქვს, თუმცა, მას შემდეგ რაც კერვა დაიწყო, თავს უფრო დიზაინერად მიიჩნევს, ხოლო სამედიცინო ცოდნას, ოჯახსა და ნათესავებს ახმარს. იმასაც ამბობს, რომ თოჯინებით არც ბავშვობაში უთამაშია, ძირითადად, ჩაქუჩი და ლურსმანი ეჭირა ხოლმე. ხუმრობს, რომ ბავშვობის დანაკლისს ახლა ინაზღაურებს. მისი თქმით, თავის ნამუშევრებს ძნელად ელევა. ურჩევნია გააჩუქოს, ან ატელიეში დატოვოს, როგორც კოლექციის და ინტერიერის დეკორის ნაწილი."ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შეკვეთის შემდეგ მორჩენილი ქსოვილის გადაგდება მენანებოდა და ვაგროვებდი - გამომადგა კიდეც. თარგებს ვამზადებ, შემდეგ ქსოვილს ვჭრი და ვკერავ და აი ასეთი კაბები გამოდის. სანამ შევკერავთ, სამოსს ვრთავთ ხოლმე სხვდასხვა დეტალით. გამოდის, რომ გატაცება, პროფესიის ნაწილი გახდა", - ამბობს დიზაინერი.ქორწილების, საბავშვო ზეიმები, გამოსაშვები საღამოები - სამკერვალოში კლიენტების ნაკლებობას არ უჩივიან. მაკა თვლის, რომ მისი სამუშაო საინტერესო და მოთხოვნადია. აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებულ ინტერესს აფხაზური ტრადიციული სამოსი იწვევს. აქედან გამომდინარე, ტანსაცმლის ისტორიის სწავლაც უწევს, რომ დეტალების შექმნისას შეცდომა არ დაუშვას.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

ფოტოები: მაკა კოჩალ-იფას ფეისბუქ გვერდი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.