ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საკარანტინო რეჟიმი, ეპიდსიტუაცია და საზღვაო სეზონი აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო ზომები 15 ივნისამდე გაგრძელდება. ძალაში რჩება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ცოტა ხნის წინ გამართულ თათბირზე განაცხადა. ეპიდსიტუაციაზე საუბრისას, მან საკარანტინო რეჟიმის დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და მკაცრად გააკრიტიკა სასტუმრო „აიტარში“ მყოფი კურსანტები და მაკონტროლებელი ორგანოები. ანქვაბის თქმით, მსგავს ქმედებებს შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.

„ჩვენ ვაკეთებთ მინიმუმს, რადგან მაქსიმუმის გასაკეთებლად რესურსი არ გაგვაჩნია, არც მატერიალური და არც ადამიანური. ჩვენ მედიკოსების შეზღუდული რაოდენობა გვყავს, ამ საქმის სპეციალისტები და თითოეული ექიმი ოქროდ ფასობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტუაციაში ერთი ავადმყოფის ასე გასვლას შესაძლოა 14 მედიკოსის კარანტინში გადაყვანა მოჰყვეს და რა რესურსი უნდა გვქონდეს, რომ ამას გავუძლოთ“, - თქვა ანქვაბმა.

მისი თქმით, რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლებიდან სოხუმში ჩასული სტუდენტების ნაწილის უპასუხისმგებლო საქციელმა გამოიწვია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. კოვიდ დადასტურებული პაციენტების უმრავლესობა სწორედ კურსანტები არიან.

ჯანდაცვის სამინისტროს 3 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ 3 კურსანტს დაუდგინდა, რომლებიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობენ. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განცხადებით, სამედიცინო დაწესებულება უახლოეს დროში კომპიუტერული ტომოგრაფით აღიჭურვება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპეციალური ნაგებობის მშენებლობა საავადმყოფოს მიმდებარედ, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფი განთავსდება, რომელიც აუცილებელია რიგი დაავადების, მათ შორის  პნევმონიის დიაგნოსტირებისთვის“, - თქვა ცახნაკიამ.

საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, აფხაზეთში მსჯელობენ იმაზე, საშიშია თუ არა ზღვის წყალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით.  

სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმის ალა ბელიაევას განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ზღვის წყლით გადაეცემა.  

„ზღვის წყალს თავისთავად შესწევს თვითგაწმენდის უნარი და მხოლოდ ვირუსის მაღალი კონცენტრაციის დროს, თან ისიც მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ ვირუსზე, რომელიც ევოლუციურად ისე ჩამოყალიბდა, რომ შეუძლია ზღვის წყალში არსებობა, შესაძლებელია ვირუსის გავრცელება. საუბარია როტავირუსზე, ადენოვირუსზე... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის უცნობია კორონავირუსის ზღვის წყალში გადაცემის შემთხვევების შესახებ“, - ამბობს ბელიაევა.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზღვაში ცურვა უსაფრთხოა თუმცა, საფრთხის შემცველია ზღვის სანაპიროზე დიდი ჯგუფების შეკრება, საგნების ერთმანეთისთვის გადაცემა, სანაპიროზე საკვები მიღება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 35 - მდე გაიზარდა, 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2025
ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება.
09 / აპრილი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია, იმ კონკრეტული წერილების შესახებ, რომლებიც წარმოაჩენს თუ რამდენი ძალა, ენერგია და შრომა დასჭირდა აკაკი ჭანტურიას სასახლეებში დაცული ექსპონატებისთვის ერთად მოეყარა თავი.
09 / აპრილი 2025
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს იქ მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები, რა დროსაც, ერთ- ერთი მათგანი წააქციეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ არჩილ თოდუა წერს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.