ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რეაბილიტირებული ხიდი მდინარე კელასურზე (ფოტო/აუდიო)
ივნისის ბოლოს სოხუმში, მდინარე კელასურზე მდებარე ხიდის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ხიდი, რომელიც მე - 20 საუკუნის შუა წლებში ააგეს, ბოლოს, გასული საუკუნის 80 - იან წლებში შეაკეთეს. მაშინვე იგეგმებოდა უფრო მყარი კონსტრუქციის აღმართვა, რომელიც შავიზღვისპირეთის წრიული მაგისტრალის ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმ ჩანაფიქრისგან მხოლოდ ხიდის მასიური საყრდენები დარჩა.

ხიდის განახლების სამუშაოები "აფხაზეთის საგზაო ფონდმა" დააფინანსა. ფონდის დირექტორის მოადგილის, ვიტალი წვიჟბას თქმით, აღნიშნული ობიექტი ერთ-ერთია, რომელსაც ისინი ემსახურებიან, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არ არის კაპიტალური რემონტი.
"ამ ეტაპისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჯერჯერობით არ გაკეთებულა... აი, აქ, თქვენ ხედავთ რომ სადეფორმაციო ნაკერების კონსტრუქციაა დაზიანებული, დეფორმირებულია და აუცილებელია ამ ხარვეზის აღმოფხვრა, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ხიდის კონსტრუქციის სიმყარეზეც", - აღნიშნა წვიჟბამ.

გარდა ამისა, იგეგმება ხიდის სხვა პრობლემური ელემენტების, კერძოდ, მეტალის ბორდიურების ბეტონის ბორდიურებით ჩანაცვლება.      

"აბხაზბერეგოზაშიტას"  წარმომადგენლის საიდ გუმბას განმარტებით აღნიშნული ცვლილება მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება.

"ვადებში ვეტევით, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე შესრულდება საყრდენებს შორის მდებარე კომპენსატორების შეცვლა, ისინი ცუდ მდგომარეობაშია, უახლოეს მომავალში შევუდგებით ამ სამუშაოს შესრულებას",- აღნიშნა მან.
"აფხაზეთის საგზაო ფონდის" ინფორმაციით, ხიდის შეკეთების სამუშაოებზე 1 მილიონ 30 ათასი რუბლი დაიხარჯა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.