მათგან მხოლოდ ჰამადრილები გადარჩნენ, შეეგუვნენ სოხუმის ჰავას და გამრავლდნენ.
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, 1994 წელს, სანაშენე ბაზაზე მხოლოდ 37 მაიმუნი რჩებოდა.
თუმცა, მოგვიანებით, კვლევები ისევ განახლდა. დღეისთვის, ინსტიტუტიც და ბაზაც აღდგენილია, პრიმატების რაოდენობა კი 600 - ს აღწევს.
2009 წლიდან ინსტიტუტს ზურაბ მიქვაბია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად ჩაატარეს კვლევები, ყივანახველას წინააღმდეგ ახალი ვაქცინის შესაქმნელად.
„...ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინას, რომელსაც დღეს იყენებენ, აქვს გარკვეული ხარვეზები და აღმოჩნდა, რომ ზრდასრული ადამიანები არიან ყივანახველას ინფექციის მატარებლები. ესე იგი, თავად ზრდასრულ ადამიანებში ის შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამ დროს, ისინი ბავშვებისთვის წარმოადგენენ ინფექციის წყაროს“, - ამბობს ზურაბ მიქვაბია.
ახლა მაიმუნების სანაშენე ბაზაზე, ისევე როგორც ადრე, ბიუჯეტის შესავსებად ექსკურსიები ტარდება. ზოგჯერ, მაიმუნები ვოლიერებიდანაც იპარებიან და ქალაქში გამოჩნდებიან ხოლმე, თუმცა, როგორც მიქვაბია ამბობს, ისინი ადამიანებს თავს არ ესხმიან, რადგან მოშინაურებულები არიან. დაწესებულების თანამშრომლები, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისგან შეტყობინებას იღებენ, მაიმუნებს ისევ უკან აბრუნებენ.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები