ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
განახლებული სასწავლო წელი სოხუმში და ახალი რეგულაციები სკოლებისთვის
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2 სექტემბერს განახლდება. აფხაზეთის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა სკოლებისთვის რეგულაციები შეიმუშავა. რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებებში 65-ს გადაცილებული მასწავლებლებისთვის ასაკობრივი ცენზის დადგენაა. ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ამ ასაკს ზემოთ ადამიანები სკოლებში ვერ იმუშავებენ.

გარდა ამისა, ბავშვები კლასებში ისე უნდა გადანაწილდნენ, რომ თითოეულში 25 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ აუცილებელია გაკვეთილების ხანგრძლივობა უფროს კლასებში 35, ხოლო უმცროს კლასებში 30 წუთს არ აღემატებოდეს.

მასწავლებლები და სკოლის დირექტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები რთული შესასრულებელი იქნება, განსაკუთრებით, პირველი პუნქტის. განათლების რაიონული განყოფილების  უფროსის მადინა აშბას თქმით, მასწავლებელთა და პერსონალის ასაკობრივი ცენზის შემოღება კადრების სერიოზულ დეფიციტს გამოიწვევს.

"ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არა იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით მას, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენს რაიონში კადრების დიდი დეფიციტია. ამ კატეგორიაში63 ადამიანი ექცევა, რომელთა 50 % ქიმიის, ფიზიკის,  საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები არიან, ანუ, სწორედ მათ ნაკლებობას განვიცდით მთელს ქვეყანაში", - ამბობს მადინა აშბა. გარდა ამისა, ის თვლის, რომ 15 წუთიანი შესვენებები არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან მცირერიცხოვანი ტექნიკური პერსონალი ამ დროის განმავლობაში ვერ მოასწრებს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ხოლო ხანგრძლივი შესვენება მხოლოდ გაზრდის, ბავშვებს შორის კონტაქტების შესაძლებლობას.

ყველაზე მრავალრიცხოვანი სოხუმის მე- 10 აფხაზური და მე-2 რუსული სკოლებია, სადაც სასწავლო პროცესი ისედაც ორ ცვლაში მიმდინარეობს და თითოეულ კლასში 40 - მდე ბავშვია. ამ სკოლების ადმინისტრაციებმა უკვე განაცხადეს, რომ კლასების დაყოფის რეკომენდაციას ვერ შეასრულებენ.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ კვირაში იგეგმებოდა, განათლების მინისტრის ინალ გაბლიას მიერ გაცემული ბრძანება იყო, რომლის თანახმად, ეთნიკურად აფხაზ მოსწავლეებს არააფხაზურ სკოლებში სწავლა ეკრძალებოდათ, რამაც აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე პოლემიკა გამოიწვია.

თავად მინისტრმა თავისი გადაწყვეტილება რთულ პერიოდში რუსული სკოლების განტვირთვის სურვილით და მშობლიური ენის განვითარებაზე ზრუნვით ახსნა.

მას შემდეგ, რაც ახალ განკარგულებას უფლებამდაცველები და იურისტები გამოეხმაურნენ, და განაცხადეს, რომ ცვლილება მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას ეწინააღმდეგება, მინისტრმა მალევე გააუქმა ბრძანება.

უფლებადამცველი დალილა ფილია თვლის, რომ ერთი მხრივ, კარგია მსგავსი კანონის არსებობა, ენის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, თუმცა მეორე მხრივ, ბრძანება სრულიად მოუმზადებლად გაიცა.

"იმისთვის, რომ ყველა ეთნიკური აფხაზი, რომელმაც არ იცის მშობლიური ენა აფხაზურ სკოლებში გადავიდეს, გარკვეული მოსამზადებელი პერიოდია საჭირო...პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, საბავშვო ბაღებში უნდა დაიწყოს ენის შესწავლა. თუკი ბავშვი 4-5 წლის ასაკიდან ჩაერთვება ენის შესწავლის ამ სისტემაში,  პირველ კლასში მას ეცოდინება მშობლიური ენა, ჩვენ უნდა ავამაღლოთ პედაგოგების მომზადების დონე", - განაცხადა მან. ამავე დროს, სოხუმის ერთ - ერთმა სკოლამ უკვე განაცხადა კარანტინის გახანგრძლივების შესახებ, სასწავლო პროცესი იქ 7 სექტემბერს დაიწყება, რადგან სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტესტირების შედეგად კოვიდ - 19 კიდევ ორი სკოლის დირექტორს დაუდგინა.

მიმდინარე სასწავლო წელს სოხუმში 1200 ბავშვი წავიდა პირველ კლასში, აფხაზეთის მასშტაბით კი 3 ათასზე მეტი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.