ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა - სპეციალისტები კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ

აფხაზეთში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 10 სექტემბრის მონაცემებით 557 ადამიანი შეადგინა და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება.

მანამდე, Covid 19-ით გამოწვეული გართულებებისგან მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა.

რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შესაძლოა ხალხმრავალ დაკრძალვებთან იყო დაკავშირებული. "ჭირისუფალს და ნათესავებს არ აქვთ გაცნობიერებული შემზღუდავი ღონისძიებების მნიშვნელობა... რაკი პროცესიის ჩატარების უფლებას ვაძლევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პარასკევიდან ორშაბათამდე  გრძელდებოდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სანიტარული სამსახურის ცუდ მუშაობაზე. თუმცა, ჩვენ მარტო რას გავხდებით, თუკი თვითონ ნათესავებს არ ესმით, რომ საშიშროებას არა გარდაცვლილი, არამედ, მასთან მანამდე კონტაქტში მყოფი ადამიანები წარმოადგენენ და სწორედ ისინი არიან ინფექციის გამავრცელებლები", - ამბობს სკორიკი.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება, რადგან აფხაზეთში, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში, სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი და შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდა.

სამოქალაქო აქტივისტებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები და ქალაქებსა და სოფლებში კონტროლი გაამკაცროს. ამასთან დაკავშირებით, მათ პეტიციაც შეიმუშავეს და აღნიშნული მოთხოვნით მთავრობას მიმართეს. პეტიციის ერთ ერთი ავტორი სოხუმელი სამოქალაქო აქტივისტი ლიანა კვარჩელია თვლის, რომ შემზღუდავი ზომების დაწესების გარეშე, აფხაზეთში მედიცინის არსებული დონის გათვალისწინებით, ვერაფერს გააწყობენ და არ ღირს იმის ლოდინი, "თუ როდის გამომუშავდება მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტი". ის მიიჩნევს, რომ პარალელურად, რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, რათა შეაკავონ კორონავირუსის გავრცელება.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ქუჩაში ორი ადამიანი მიდის, მათ აუცილებლად ნიღბები უნდა ეკეთოთ, მაგრამ აფთიაქებში, მაღაზიებში, ადამიანების თავშეყრის ადგილებში ეს აუცილებელია, უნდა აიკრძალოს მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, რა არის აქ ისეთი, რისი შესრულებაც შეუძლებელია", - ამბობს ის.

მისი თქმით, მაშინ როდესაც თავად ოპერატიული შტაბის წარმომადგენლები მიმართავენ მოსახლეობას მოხალისეობრივი დახმარების თხოვნით, რადგან კატასტროფულად არ ჰყოფნით მედიკოსები, აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეების ნაწილის აზრით, ზომების გამკაცრება უარყოფითად აისახება რუსი ტურისტების შემოდინებაზე, თუმცა ლიანა კვარჩელია თვლის, რომ პირიქით, ტურისტებისთვის უფრო დაცულად იგრძნობენ თავს ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავრობას გათვლილი აქვს რისკები, მოქალაქეები კი სოციალურ დისტანცირებას იცავენ და ნიღბებს ატარებენ.

აღნიშნული პეტიციის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აკრძალონ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, დააწესონ ნიღბების აუცილებელი ტარება და სოციალური დისტანცირება, რეგულარულად ჩაატარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დეზინფექცია. ამ რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მკაცრი სანქციები შემოიღონ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
21 / მაისი 2025
მოსკოვი მხარს უჭერს უმოკლეს დროში „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციას საქართველოსთან“.
21 / მაისი 2025
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
21 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.