ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ახალი ბიზნესი და სოფელში მოწეული მოსავალი - პანდემიის პირობებში ნაპოვნი გამოსავალი (ფოტო/აუდიო)
პანდემიამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა აფხაზეთში. 2020 წლის მარტში ფსოუზე საზღვრის ჩაკეტვამ კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. დაწესებული შეზღუდვების გამო, დასაქმებული მოქალაქეების დიდი ნაწილი სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე დარჩა. მათ შორის აღმოჩნდნენ, ქორეოგრაფი ოლგა დენისოვა და მისი დედა, მარინა, რომელიც ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა. დედა - შვილმა, გამოსავლის ძიებაში, დიდი ხნის ოცნება აიხდინა და სულ რაღაც ერთ თვეში, ნატურალური კოსმეტიკის მაღაზიაც გახსნა."საქმე იმაშია, რომ ნატურალური კოსმეტიკის მოყვარულები პროდუქციას ინტერნეტ - საიტების საშუალებით იწერდნენ, ეს მოსახერხებელი იყო, რადგან მიტანის სერვისი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებდა. მაგრამ საზღვრის დაკეტვის შემდეგ, პრაქტიკულად ყველას, ვინც ამანათების გადაზიდვით იყო დაკავებული, ფსოუს საკონტროლო - საგუშაგო პუნქტის გადაკვეთის უფლება ჩამოერთვა, მათ კი ვინც ნებართვის მოპოვება შეძლო, გადასახადი გაუორმაგეს. ამის შემდეგ, პოპულარული და აფხაზეთისთვის დეფიციტური საქონლის შეძენა პრობლემად იქცა", - ყვება ოლგა. ის განმარტავს, რომ აფხაზეთის მცხოვრებთათვის მსგავსი პროდუქციის შეძენა საკმაოდ რთულია. გამოწერილი ამანათი ადლერამდე მოდის, სადაც უნდა ჩახვიდე მის წამოსაღებად. მათი მაღაზიის საშუალებით კი ნატურალური კოსმეტიკის მოყვარულებს, უპრობლემოდ შეუძლიათ სასურველი ნივთის მიღება.

პატარა საოჯახო ბიზნესმა გაამართლა, დედა- შვილმა შემოსავლის ალტერნატიული წყაროც მიიღო და კმაყოფილი მომხმარებელიც, თუმცა, როგორც ამბობენ, რომ არა პანდემია, ალბათ ეს მაღაზიაც არ იქნებოდა. 

პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩა კამა კაკალიაც. ის სოხუმში ბუღალტრად მუშაობდა. თითქმის მთელი კარანტინი, რომელიც ზაფხულსა და შემოდგომას დაემთხვა, სოფელში გაატარა. მთელი ეს დრო ბოსტნისა და ხეხილის მოვლას დაუთმო. აღებული მოსავლისგან კი ზამთრის მარაგი დაამზადა - თითქმის 1 ტონამდე ხილისგან - კომპოტები და მურაბები, ხოლო ბოსტნეულისგან მწნილი და საწებლები. წელს ხურმის მოსავალმაც გაამართლა, კამამ თავად დაკრიფა ხილი და ფსოუს საგუშაგოსთან ჩააბარა ბითუმად.

"ჯამში 178 კილოგრამი გვქონდა, კიდევ 3% ჩამოაჭრეს, როგორც გვითხრეს, მათ ასეთი პრაქტიკა აქვთ სამი პროცენტი იქვითება წაგების, მაგალითად, თუ დალპა ხილი ან რამე... დანარჩენში, 40 რუბლი გადამიხადეს", - ამბობს კამა.
1059fm · კამა კაკალია
გამომდინარე იქიდან, რომ 40 რუბლი, ეს კი 1 დოლარზე ნაკლებია, არც თუ ისე მაღალი ფასია, კამამ დარჩენილი ხურმა გააშრო და სოხუმის ბაზარზე გაიტანა ჩასაბარებლად 150 რუბლად, რაც დაახლოებით, ორ-ნახევარ დოლარს შეადგენს. ასე უმუშევრად დარჩენილმა ქალმა, საკუთარ მეურნეობაში მოწეული მოსავლის რეალიზაციით შეძლო კრიზისულ სიტუაციაში თავის გატანაც და მოგებაც მიღებაც.კორონავირუსის პანდემიის გამო, რესპუბლიკაში მოქმედებს შეზღუდვები, დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები. მთავრობის ბოლო განკარგულებით, რეგულაციები 12 იანვრამდეა გაგრძელებული.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.