ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნა აფხაზეთში მედიკოსების და მედიკამენტების დეფიციტის ფონზე (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებულ უკვე მოქმედ აკრძალვებს კიდევ რამდენიმე დაემატა - ქალაქის ცენტრალური ბაზარი ამ პერიოდში ახალი გრაფიკით, კვირაში მხოლოდ ორ დღეს იმუშავებს. კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები მიტანის სერვისზე გადადიან. ასევე დროებით შეჩერდება სპა და ფიტნეს ცენტრების ფუნქციონირება. აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის მტკიცებით, ეპიდვითარება ახალი წლის დღეებში მკვეთრად გაუარესდა. ბოლო 5-6 დღეში, ტესტირებაზე მოსული მოქალაქეების თითქმის მესამედს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდა ამისა, რესპუბლიკაში ვირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, მედპერსონალშიც. ლუდმილა სკორიკი ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის მიზეზად დაწესებული რეგულაციების დარღვევას ასახელებს. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია მათ აღსრულებაზე კონტროლის და საჯარიმო სანქციების გამკაცრება. "მაგალითისთვის, კვების ობიექტების შესასვლელთან სადეზინფექციო დისპანსერის არქონის შემთხვევაში, უნდა დაწესდეს ჯარიმა 50 ათასი რუბლის ოდენობით, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ კვების ობიექტში დასაშვებზე მეტი მაგიდა იქნება განთავსებული, ან დარბაზებში არ ექნებათ ულტრაიისფერი გამწმენდი-რეცირკულატორები, ამ დროის განმავლობაში უნდა ეზრუნათ ამაზე და შეეძინათ", - ამბობს სკორიკი.

ქალაქის მთავარი სანიტარული ექიმი ალა ბელიაევა კი აღნიშნავს, რომ ავტომობილის სანიტარული დამუშავების რეჟიმს, განსაკუთრებით, ახალი წლის დღეებში, სოხუმის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც არღვევდნენ. "მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ  მივიდნენ სადეზინფექციო პუნქტში ავტომობილის დასამუშავებლად, იშვიათად მოდიან, ძირითადად, განრიგით მოძრავი ავტობუსები, ამიტომაც, კარგი იქნება, თუ მძღოლებს დაეკისრებათ ეს ვალდებულება", - თვლის სპეციალისტი.  

მედიკოსები ასევე ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში მოქალაქეების მიერ პირბადეების ტარებაზე უფრო მკაცრი კონტროლი დააწესონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ, იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკაში უკვე შეიქმნა მედიკოსების და მედიკამენტების დეფიციტი. "კორონავირუსის მკურნალობისას აუცილებელი ეფექტიანი მედიკამენტები სააფთიაქო ქსელებში უკვე აღარ არის, მათი შოვნა ძალიან ძნელია, დეფიციტის გამო, ბუნებრივია, დაავადების იოლი ფორმების მკურნალობაც შეიძლება გართულდეს", - განმარტავს სკორიკი.

ამ ფონზე განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ მიმართა ოპერატიულ შტაბს, დაწყებითი კლასებსა და საბავშვო ბაღების სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განახლების თხოვნით. თუმცა მედიკოსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სასწავლო დაწესებულებების გახსნას. მათი თქმით, ბოლო პერიოდში შესამჩნევად იმატა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 12 -ბავშვია. ანუ, ბავშვებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ზეიმებსა და ღონისძიებებში, ბუნებრივია, ჰქონდათ კონტაქტები და ისინი დაინფიცირდნენ", - ადასტურებს სკორიკი.  

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალის მივლინების ვადის ამოწურვის შემდეგ, მთელი დატვირთა სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოს დააწვება. "თუკი ისინი მაინც წავლენ, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდით ამას, მაგრამ, ჩვენ მაინც უნდა მოვემზადოთ. ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მაქსიმუმ, 20 ადგილის შექმნას შევძლებთ", - ამბობს სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ასტამურ აშუბა.

ამ დროისათვის, აფხაზეთში კორონავირუსიგან პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოჯანმრთელდა. პრემიერ - მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა, მოსკოვშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრესსამსახური ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას. ასევე კოვიდდადებითები არიან პარლამენტის სპიკერი, ვალერი კვარჩია და საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, რომლებიც სახლში გადიან მკურნალობის კურსს.

დამატებითი შეზღუდვები აფხაზეთში 13 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
07 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
07 / აპრილი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება.
07 / აპრილი 2025
"ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს საბა სორდიას გაურკვეველი მიზეზებით იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ამის შესახებ ძველიშვილმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.