ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვირუსის ახალი ტალღის არ გვეშინია - სოხუმში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან (ფოტო/აუდიო)
სოხუმმა პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა. ამ ეტაპზე მოქმედებენ სკოლები და ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და კოლეჯები. გახსნილია რესტორნები და გასართობი ცენტრები. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი უკვე ემზადებიან ახალის ტურისტული სეზონისთვის.

ტურიზმის მინისტრის თეიმურაზ ხიჟბას პროგნოზით წელს აფხაზეთის კურორტებს დაახლოებით მილიონნახევარი ტურისტი ესტუმრება, ძირითადად, რუსეთიდან. "დღეს იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრები დაკეტილია, აფხაზეთში თვისობრივად სხვა ტურისტი ჩამოვა, ეს უნდა გვესმოდეს, ვფიქრობ, რომ ეს წელი გავლენას მოახდენს მთლიანად აფხაზეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე და დადებითად აისახება მასზე", - ამტკიცებს ის.

ოპტიმისტურადაა განწყობილი ქალაქის ერთ-ერთი კაფეს მფლობელიც. მისი თქმით, ისინი მზად არიან ტურისტების დიდი ნაკადის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. "ჩვენ უკვე შევიძინეთ სანიტაიზერები, რეცირკულატორები, სველი ხელსახოცები. რუსები უკვე შეეჩვივნენ ნიღბების ტარებას და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას", - ამბობს ის.

ტურიზმის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთიდან ტურისტების შემოდინება ახალ ეპიდაფეთქებას არ გამოიწვევს. ვაქცინაციის დაწყებას კი ადგილობრივი ხელისუფლება, მრავალჯერ დაანონსების მიუხედავად, ჯერ არ გეგმავს. "მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის 90 %-ს უკვე არ ეშინია ვირუსის გავრცელების, პირველი აფეთქება ჩვენ უკვე გადავიტანეთ, ვიცით, რომ ახლა რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია და ჩვენთან კი, ძირითადად, რუსეთიდან შემოვლენ ტურისტები, ასე რომ, შედარებით მშვიდად ვართ", - ამბობს სოხუმს ერთ - ერთი სასტუმრო სახლის მფლობელი ალიასი.

უფრო იმაზე ღელავს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ქვეყანაში შემსვლელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოსთხოვოს. სასტუმროს მეპატრონეს თავად უწევს ადლერის აეროპორტიდან და სადგურიდან სტუმრების წამოყვანა. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგ აუცილებლად აიცრება.

სოხუმის ქუჩებში ამ თემაზე საუბარი არ სურთ, გამოკითხულთა ნაწილს საერთო ვინც კომენტარი გააკეთა, ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გაიკეთებს თუ არა ვაქცინას. ზოგი თვლის, რომ არასაკმარისი ინფორმაციაა ვაქცინის შესახებ, ზოგ დანარჩენებს კი სოციალურ ქსელში ანტივაქსერული ხასიათის ინფორმაცია აშინებთ.

- არ აკეთებენ ჯერ აფხაზეთში და მადლობა ღმერთს, არ ვიცი, ავიცრები თუ არა, თითქოს ამბობენ, რომ ეს შველის, და აუცილებლად უნდა გავიკეთოთ, მაგრამ ინტერნეტში სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია კითხულობ. ძალიან ბევრია გვერდითი მოვლენები. ამიტომ, ვფიქრობ, დავიცადო, სანამ ნორმალურ ვაქცინას გამოიგონებენ, რომელსაც არ ექნება გვერდითი მოვლენები. მაშინ ალბათ ვიქნები ამის მომხრე.
- თითქმის 60 წლის ვარ და ცხოვრებაში არც ერთხელ არ გამიკეთებია აცრა. როგორ ფიქრობთ, დავთანხმდები კოვიდი საწინააღმდეგო ვაქცინას? რა თქმა უნდა - არა!
კომენტარებს ვაქცინაციის დაწყების შესახებ არც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. უწყებაში ჯერ არ იციან, თუ როდის მიიღებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას. მანამდე, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენჯერმე დააანონსა ვაქცინაციის დაწყების თარიღი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.